შემოწირულობა

აფრიკა

ევროპა და ამერიკა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი

თემა

აფრიკა

ევროპა და ამერიკა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი

ჰაერის ხარისხი ecomap.ngo-ზე

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენ არ ვიყენებთ „aqi“-ს ან მსგავს ფსევდოერთეულებს. ამის ნაცვლად, ვიყენებთ მხოლოდ დაუმუშავებელ მნიშვნელობებს — მიკროგრამებს კუბურ მეტრზე, µg/m³. ასეთი მონაცემებისთვის ეს უნივერსალური სტანდარტია. AQI-ს კი მრავალი სტანდარტი, გამოთვლის მეთოდი და ა.შ. აქვს. თავისთავად ეს ტერმინი საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან მისი განმარტებები სხვადასხვა ორგანიზაციაში განსხვავდება.

ჰაერის ხარისხის აღნიშვნები და რეკომენდაციები

ჰაერის საერთო ხარისხს ვადგენთ ამ ცხრილის მიხედვით, რომლის ავტორია ევროპის გარემოს სააგენტო:

დამაბინძურებელიინდექსის დონე (დამაბინძურებლების კონცენტრაციის მიხედვით, µg/m3-ში)
კარგიდამაკმაყოფილებელისაშუალოცუდიძალიან ცუდიუკიდურესად ცუდი
2.5 µm-ზე მცირე ნაწილაკები (PM2.5)0-56-1516-5051-9091-140>140
10 µm-ზე მცირე ნაწილაკები (PM10)0-1516-4546-120121-195196-270>270
ოზონი (O3)0-6061-100101-120121-160161-180>180
აზოტის დიოქსიდი (NO2)0-1011-2526-6061-100101-150>150
გოგირდის დიოქსიდი (SO2)0-2021-4041-125126-190191-275>275

დამაბინძურებლებისა და ორგანიზმზე მათი ზემოქმედების აღწერები ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის გარემოს სააგენტოს დოკუმენტაციას და წარმოადგენს ამ მასალების შეჯამებას ან ციტირებას.

მონაცემთა წყაროები

ჩვენი მონაცემთა წყაროებია OpenAQ, Sensors.community, TUMO Labs და Air.gov.ge. მომავალში ახალ წყაროებსაც დავამატებთ. მონაცემთა ბევრ წყაროს არ ვიყენებთ, რადგან სენსორების გაერთიანებული მონაცემებისთვის ისინი დაუმუშავებელ მნიშვნელობებს კი არა, მხოლოდ „AQI“-ს გვაწვდიან, რომელიც რეალური მონაცემებისა და მათი გაგების გარეშე საერთოდ არაფერს ნიშნავს. ამიტომ ჰაერის რეალურ ხარისხს პატიოსნად ვერ ვაჩვენებთ და ვერც თითოეული სენსორის მონაცემებს გამოვითხოვთ ცალ-ცალკე, რასაც დიდი აზრი არ აქვს.

შედეგებიდან გამოვრიცხავთ მოწყობილობებს, რომელთა ბოლო განახლებიდან 24 საათზე მეტია გასული, ასევე მათ, რომელთა ყველა სენსორი ნულოვან მნიშვნელობას აჩვენებს. ამის გარდა, დამოუკიდებლად არაფერს ვიანგარიშებთ და მონაცემებს არ ვცვლით.

ქალაქის ჰაერის საშუალო ხარისხის გამოთვლა

ქალაქის მასშტაბით მიმდინარე საშუალო მნიშვნელობის გამოსათვლელად ვიღებთ ქალაქის ან მისი უბნის ცენტრიდან 10 კმ რადიუსში მდებარე ყველა სენსორის მნიშვნელობების მედიანას. საერთო შეფასებაში (მაგალითად, „კარგი“, „ცუდი“ და ა.შ.) ვაჩვენებთ ყველაზე ცუდ მნიშვნელობას ევროპის გარემოს სააგენტოს ცხრილის მიხედვით. ეს მანძილი საკმაოდ მიახლოებითია, თუმცა მთელი ქალაქისთვის საერთო მნიშვნელობის უკეთ გასაშუალოების საშუალებას გვაძლევს.

მნიშვნელოვანი შეზღუდვა: შეფასებისას ვითვალისწინებთ მხოლოდ სენსორების უახლეს ჩვენებებს და არა დროის განმავლობაში საშუალო მნიშვნელობას (საათის, დღის ან თვის მიხედვით). ისტორიული მონაცემები მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის შესაფასებლად, როდესაც საუბარია რომელიმე ადგილზე ხანგრძლივად ცხოვრებაზე, თუმცა ეს ფუნქცია ჯერ არ დაგვინერგავს.

აფრიკა

ევროპა და ამერიკა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი

თემა

აფრიკა

ევროპა და ამერიკა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი