ჰაერის დაბინძურება დამაბინძურებელი ნივთიერებების რთულ და ყველგან გავრცელებულ ნარევს წარმოადგენს, რომელიც მყარ ნაწილაკებს, ქიმიურ ნივთიერებებსა და ბიოლოგიურ მასალებს მოიცავს. დღეს სულ უფრო მეტად აღიარებენ ფაქტს, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ფართომასშტაბიან და საზიანო გავლენას ახდენს და მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მრავალი ეპიდემიოლოგიური და პათოფიზიოლოგიური მონაცემი ადასტურებს კავშირს ჰაერის დაბინძურებასა და სიკვდილიანობასა და ავადობას შორის, ძირითადად, თუმცა არა მხოლოდ, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. ეს ეფექტები ვითარდება არა მხოლოდ მყარი ნაწილაკებისა და აიროვანი დამაბინძურებლების მომატებული კონცენტრაციების მწვავე ზემოქმედების შემდეგ, არამედ შედარებით დაბალი კონცენტრაციების ხანმოკლე ზემოქმედების შემდეგაც. მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ხანდაზმულები, ჩვილები, ორსული ქალები და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანები, ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ჰაერის ცუდი ხარისხის მავნე გავლენას ჯანმრთელობაზე.
ნივთიერებები, რომლებიც ჰაერის უშუალო დაბინძურებას იწვევს, ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად საშიშია. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, დაბინძურებული ჰაერის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია მყარი ნაწილაკები (PM - particulate matter) და აიროვანი დამაბინძურებლები — ოზონი, აზოტის დიოქსიდი (NO2), აქროლადი ორგანული ნაერთები, მათ შორის ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი (CO) და გოგირდის დიოქსიდი (SO2). პირველადი დამაბინძურებლები, მაგალითად ჭვარტლის ნაწილაკები და აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, წიაღისეული საწვავის წვისას უშუალოდ ჰაერში გამოიყოფა. NO2-ის ძირითადი წყაროებია ავტომობილების მოძრაობა, ელექტროენერგიის წარმოება, სამრეწველო წყაროები და საცხოვრებელი შენობების გათბობა. მეორეული დამაბინძურებლები ატმოსფეროში სხვა კომპონენტებისგან წარმოიქმნება, მაგალითად ოზონი, რომელიც აზოტის ოქსიდებისა და აქროლადი ორგანული კომპონენტების ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად ჩნდება.
ჰაერის დაბინძურების ყველა კომპონენტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნეა, თუმცა ყველაზე მძიმე შედეგები ატმოსფერულ PM-ს უკავშირდება, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების ფართო სპექტრს შეიცავს და სასუნთქ გზებში გადააქვს. ზომის მიხედვით PM იყოფა მსხვილ (დიამეტრი < 10 µg/m³; PM10), წვრილ (დიამეტრი < 2,5 µg/m³; PM2,5) და ულტრაწვრილ (დიამეტრი < 0,1 µg/m³; PM0,1) ნაწილაკებად. PM2.5 შედის ნაწილაკების მსხვილი ფრაქციის შემადგენლობაში და მასთან ერთად აღირიცხება, საერთო ჯამში კი PM10-ის მთლიანი მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ამასთან, წვრილი PM უფრო საშიშია, ვიდრე მსხვილი. ჩასუნთქვისას მსხვილი PM ცხვირის ღრუებსა და ზედა სასუნთქ გზებში ჩერდება, ხოლო წვრილ და ულტრაწვრილ PM-ს შეუძლია ფილტვის ალვეოლებში უფრო ღრმად შეაღწიოს და, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევაშიც მოხვდეს.
სხვადასხვა ექსპერიმენტული კვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთი ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას შორის კავშირს აჩვენებს. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებული კვლევების უმეტესობა ჰაერის დაბინძურების ხანგრძლივ ზემოქმედებას გულის იშემიური დაავადების ფატალური ან არაფატალური შემთხვევების განვითარების მომატებულ რისკს უკავშირებს. აშშ-ში მენოპაუზის შემდგომი პერიოდის 65 000-ზე მეტი ქალის ანალიზმა, რომლებიც პროგრამაში „ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივა“ მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ PM2.5-ის დონის ყოველი 10 µg/m³-ით მატებისას გულის იშემიური დაავადების სასიკვდილო და არასასიკვდილო შემთხვევების სიხშირე 21 %-ით იზრდება. გარდა ამისა, დასტურდება კორელაცია ტრანსპორტის მოძრაობასა და საწვავის წვასთან დაკავშირებულ ჰაერის დაბინძურებასა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს შორის. PM-ისა და NO2-ის ხანგრძლივ ზემოქმედებას გულის უკმარისობის შემთხვევებსაც უკავშირებენ. ცერებროვასკულურ დაავადებებთან დაკავშირებით, კორეასა და ფინეთში ჩატარებული დროითი მწკრივების კვლევები აჩვენებს ასოციაციას ჰაერის დაბინძურებასა და ინსულტით სიკვდილიანობას შორის.
კვლევები აჩვენებს, რომ ჰაერის დამაბინძურებლების ზემოქმედება დაკავშირებულია ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან (ფქოდ), მწვავე რესპირატორულ ინფექციებთან, ფილტვის კიბოსა და რესპირატორულ ალერგიებთან. ბავშვებზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შედეგების შეფასებამ კი დაადასტურა მავნე გავლენა ფილტვის ფუნქციაზე, სასუნთქი გზების ინფექციებსა და ასთმის შეტევებზე. აშშ-ის ათ ქალაქში გულისა და ფილტვის დაავადებებთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდ კვლევაში PM10-ის ყოველ 10 µg/m³-ით მატებას ფქოდ-ის გამო ჰოსპიტალიზაციების 2,5 %-ით ზრდა შეესაბამება. აშშ-ში ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ PM2.5-ის მკვეთრი ზრდა ფქოდ-ით ჰოსპიტალიზაციის რისკის დაახლოებით 0,9 %-ით მატებას უკავშირდება. ასევე სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს განვითარების რისკთანაა დაკავშირებული. ESCAPE კვლევის მონაცემების პროსპექტიულ ანალიზში ფილტვის კიბოსა და PM10-ის კონცენტრაციას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი დადგინდა.
ბოლო დროს შეშფოთება გაჩნდა ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის შესაძლო გავლენის გამო ორსულობასა და ნაყოფის საშვილოსნოსგარე ცხოვრების პირველ პერიოდზე. კერძოდ, რამდენიმე კვლევამ გამოავლინა კავშირი ორსულობისას ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებასა და ვადაზე დაბადებული ბავშვის დაბალ წონას, ასევე ბავშვობაში მისი ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას შორის.
ჯანმოს 2021 წლის მიმოხილვა „მტკიცებულებების მიმოხილვა ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ აჩვენებს მონაცემებს PM2.5-ის ხანგრძლივ ზემოქმედებასა და ნეიროგანვითარებასა და კოგნიტიურ ფუნქციას შორის შესაძლო კავშირის, აგრეთვე სხვა ქრონიკული დაავადებების, მაგალითად დიაბეტის შესახებ. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დაავადებების წარმოშობის ხელშემწყობი ძირითადი ეკოლოგიური ფაქტორია. შეფასებით, ჰაერში წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკები PM2.5 2017 წელს 2,9 მილიონ ნაადრევ სიკვდილს უკავშირდება, მათ შორის გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით, ფქოდ-ით, ფილტვის კიბოთი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებითა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით. გარდა ამისა, შეფასებით, მიწისპირა ოზონი ფქოდ-ით 472 000 ნაადრევ სიკვდილს უკავშირდება.
წინა კვლევები თანმიმდევრულად აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომელიც მოიცავს საგზაო ავტომობილებს, ნაოსნობასა და სხვა არასაგზაო მოძრავ საშუალებებს, მოსახლეობის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ეს განსაკუთრებით ეხება მსოფლიოს იმ რეგიონებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სატრანსპორტო აქტივობის მაღალი დონისა და/ან გამონაბოლქვის სუსტი რეგულირების პირობებში ცხოვრობს. სატრანსპორტო გამონაბოლქვით განპირობებული გლობალური სიკვდილიანობის შეფასებები PM2.5-სა და ოზონთან დაკავშირებული სიკვდილიანობისთვის მერყეობს 165 000-დან 2010 წელს 376 000-მდე 2005 წელს. ნაადრევი სიკვდილის ეს შეფასებები PM2.5-ით გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობის 5-10%-სა და ოზონით განპირობებული გლობალური სიკვდილიანობის 16%-ს შეესაბამება. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის წილი, რომელიც სატრანსპორტო გამონაბოლქვით აიხსნება, ზოგიერთ რეგიონში მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღლად შეფასდა. კვლევებმა აჩვენა, რომ სახმელეთო ტრანსპორტზე PM2.5-ით გლობალური სიკვდილიანობის 5% მოდის, თუმცა ეს მაჩვენებელი გერმანიაში 20%-ს, აშშ-ში კი 21%-ს აღწევს. ანალოგიურად ნაჩვენებია, რომ სატრანსპორტო გამონაბოლქვს PM2.5-ით საერთო სიკვდილიანობაში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, შესაბამისად, 32% და 24% წვლილი აქვს, ხოლო ოზონით საერთო სიკვდილიანობაში ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ახლო აღმოსავლეთში — 20%-26%.
სომხეთში ჰაერის ხარისხი, ჰაერის ხარისხის ინდექსის მაჩვენებლით, და განსაკუთრებით რესპუბლიკის დიდ ქალაქებში, მაგალითად ერევანში, დამაკმაყოფილებლად ფასდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი დამაბინძურებელი შეიძლება საშიში იყოს ჰაერის დაბინძურების დონის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებისთვის. ეს უკავშირდება ქალაქში დღის განმავლობაში მოძრაობის მაღალ ინტენსივობას, მისი ზოგიერთი რაიონის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ჰაერის შედარებით სიმშრალეს. ინტერაქტიული რუკები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჰაერის ხარისხის ინდექსს აჩვენებს, მიუთითებს, რომ ერევანში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებია PM2.5 და ოზონი. ამასთან, PM2.5-ის კონცენტრაცია დღის განმავლობაში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს 4,5-5-ჯერ აღემატება და 24,8-27,63 µg/m³-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის დონეზე გავლენას PM2.5-ის 15 µg/m-ზე დაბალი საშუალო წლიური კონცენტრაციების ზემოქმედებასაც უკავშირებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში ყოველწლიურად კიბოს 7700 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიგვაჩნია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ყურადღების გამახვილება დასახლებებში ჰაერის ხარისხზე და ჰაერის შემადგენლობის აღრიცხვისა და რეგულირების მიმართულებით პოლიტიკის გატარება.
წყაროები:
- Mannucci P. M. et al. Effects on health of air pollution: a narrative review //Internal and emergency medicine. – 2015. – Т. 10. – С. 657-662.
- Brunekreef B, Holgate ST (2002) Air pollution and health. Lancet 360:1233–1242.
- Dockery DW, Pope CA 3rd, Xu X et al (1993) An association between air pollution and mortality in six US cities. N Engl J Med 329:1753–1759.
- Hoek G, Brunekreef B, Fischer P, van Wijnen J (2001) The association between air pollution and heart failure, arrhythmia, embolism, thrombosis, and other cardiovascular causes of death in a time series study. Epidemiology 12:355–357.
- Franchini M, Mannucci PM (2011) Thrombogenicity and cardio- vascular effects of ambient air pollution. Blood 118:2405–2412.
- Franchini M, Guida A, Tufano A, Coppola A (2012) Air pollution, vascular disease and thrombosis: linking clinical data and pathogenic mechanisms. J Thromb Haemost 10:2438–2451.
- Franchini M, Mannucci PM (2009) Particulate air pollution and cardiovascular risk: short-term and long-term effects. Semin Thromb Hemost 35:665–670.
- Schwarze PE, Ovreik J, Lag M et al (2006) Particulate matter properties and health effects. Consistency of epidemiological and toxicological studies. Hum Exp Toxicol 25:559–579.
- Franck U, Odeh S, Wiedensohler A, Wehner B, Herbarth O (2011) The effect of particle size on cardiovascular disorders— the smaller the worse. Sci Total Environ 409:4217–4221.
- Brown JS, Zeman KL, Bennett WD (2002) Ultrafine particle deposition and clearance in the healthy and obstructed lung. Am J Respir Crit Care Med 166:1240–1247.
- Franchini M, Mannucci PM (2011) Thrombogenicity and cardio- vascular effects of ambient air pollution. Blood 118:2405–2412.
- Lanki T, Pekkanen J, Aalto P, Elosua R, Berglind N, D’Ippoliti D et al (2006) Associations of traffic related air pollutants with hospitalisation for first acute myocardial infarction: the HEAPSS study. Occup Environ Med 63:844–851.
- Atkinson RW, Carey IM, Kent AJ, van Staa TP, Anderson HR, Cook DG (2013) Long-term exposure to outdoor air pollution and incidence of cardiovascular diseases. Epidemiology 24:44–53.
- Hong YC, Lee JT, Kim H, Ha EH, Schwartz J, Christiani DC (2002) Effects of air pollutants on acute stroke mortality. Environ Health Perspect 110:187–191.
- Kettunen J, Lanki T, Tittanen P, Aalto PP, Koskentalo T, Kul- mala M et al (2007) Association of fine and ultrafine particulate air pollution with stroke mortality in an area of low air pollution levels. Stroke 38:918–922.
- Brunekreef B, Holgate ST (2002) Air pollution and health. Lancet 360:1233–1242
- MacIntyre EA, Gehring U, Mo lter A, Fuertes E, Klu ̈mper C, Kra ̈mer U et al (2014) Air pollution and respiratory infections during early childhood: an analysis of 10 European birth cohorts within the ESCAPE Project. Environ Health Perspect 122:107–113.
- Zanobetti A, Schwartz J, Dockery DW (2000) Airborne particles are a risk factor for hospital admissions for heart and lung dis- ease. Environ Health Perspect 108:1071–1077.
- Dominici F, Peng RD, Bell ML, Pham L, McDermott A, Zeger SL et al (2006) Fine particulate air pollution and hospital admission for cardiovascular and respiratory diseases. JAMA 295:1127–1134.
- Raaschou-Nielsen O, Andersen ZJ, Beelen R, Samoli E, Stafog- gia M, Weinmayr G et al (2013) Air pollution and lung cancer incidence in 17 European cohorts: prospective analyses from the European study of cohorts for air pollution effects (ESCAPE). Lancet Oncol 14:813–822.
- Raaschou-Nielsen O, Andersen ZJ, Beelen R, Samoli E, Stafog- gia M, Weinmayr G et al (2013) Air pollution and lung cancer incidence in 17 European cohorts: prospective analyses from the European study of cohorts for air pollution effects (ESCAPE). Lancet Oncol 14:813–822.
- Stieb DM, Chen L, Eshoul M, Judek S (2012) Ambient air pollution, birth weight and preterm birth: a systematic review and meta-analysis. Environ Res 117:100–111.
- Guxens M, Garcia-Esteban R, Giorgis-Allemand L, Forns J, Badaloni C, Ballester F et al (2014) Air pollution during pregnancy and childhood cognitive and psychomotor development: six European birth cohorts. Epidemiology 25:636–647.
- Stanaway J D et al 2018 Global, regional, and national comparative risk assessment of 84 behavioural, environmental and occupational, and metabolic risks or clusters of risks for 195 countries and territories, 1990–2017: a systematic analysis for the global burden of disease study 2017 Lancet.
- Lelieveld J, Evans J S, Fnais M, Giannadaki D and Pozzer A 2015 The contribution of outdoor air pollution sources to premature mortality on a global scale Nature.
- Silva R A, Adelman Z, Fry M M and West J J 2016 The impact of individual anthropogenic emissions sectors on the global burden of human mortality due to ambient air pollution Environ. Health Perspect.
- Lelieveld J, Evans J S, Fnais M, Giannadaki D and Pozzer A 2015 The contribution of outdoor air pollution sources to premature mortality on a global scale Nature.
- Silva R A, Adelman Z, Fry M M and West J J 2016 The impact of individual anthropogenic emissions sectors on the global burden of human mortality due to ambient air pollution Environ. Health Perspect.
- https://www.iqair.com/ru/armenia/yerevan
- Air Quality Index
- Beelen R, Raaschou-Nielsen O, Stafoggia M et al (2014) Effects of long-term exposure to air pollution on natural-cause mortality: an analysis of 22 European cohorts within the multicentre ESCAPE project. Lancet 383:785–795.
- https://armeniatoday.news/armenia-ru/579585/
ეს სტატია მომხმარებლის მიერაა დაწერილი. ინფორმაცია შეიძლება იყოს არაზუსტი ან მოძველებული.